ხაშურის მერია წერილების გასაგზავნად 24 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

442

ხაშურის მერია 24 200 ლარის დახარჯვას საფოსტო მომსახურებაზე გეგმავს. უწყების მიერ უკვე გამოცხადებული ტენდერით ვიგებთ, რომ მერია ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურების შეძენას აპირებს.

“ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურება გულისხმობს, როგორც საქართველოს, ასევე, მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას”, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.