ხვალ ახალციხის 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა გაიმართება

265

22 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტების განხილვა გაიმართება. განხილვაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის, საკუთარი აზრის დაფიქსირება, შენიშვნის ან რეკომენდაციის მიცემა ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია.

შეხვედრა 22 ნოემბერს, 17:00 საათზე, ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, შალვა ახალციხელის N2-ში გაიმართება.

მოქალაქეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის გაცნობა – https://akhaltsikhe.gov.ge/ge -ზე შეუჩლია.