მარნეულის ბაღებისთვის 61 738 ლარის სათამაშოები იყიდეს

257

მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 61 738 ლარის სათამაშოები იყიდა. მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებისათვის 42 სახეობის ნივთის მოწოდება ტენდერში გამარჯბებულმა კომპანიამ შპს „ჩიკამ“ უზრუნველყო.

სათამაშოებს შორისაა ლოტოები , ცხოველების ნაკრები, ხის ფერადი ასაწყობები, ფაზლები, თოჯინები და მანქანები. სათამაშოების უმეტესობა ჩინეთში და თურქეთშია დამზადებული. შპს „ჩიკამ“ მუნიციპალიტეტს რუსეთში წარმოებული ნივთებიც შემოუტანა და ბაგა-ბაღებში დაარიგა. მაგალითად, საძერწი პლასტენილების და გუაშების მწარმოებელ ქვეყანად სწორედ რუსეთია მითითებული.

ტენდერის მიხედვით, ყველა ნივთი დამზადებული უნდა იყოს არატოქსიკური მასალისაგან, არ უნდა გამოყოფდეს მავნე ნივთიერებებს.

დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი სახსრებით მიეწოდებინა ნივთები მარნეულის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების საბავშვო ბაღებში.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღია. მათგან სასწავლო პროცესი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორშია შეჩერებული.