გორში 1 წელში არასწორი პარკირებისთვის 17 837 მოქალაქე დაჯარიმდა

254

2021 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე, პარკირების წესების დარღვევისთვის 17 837 საჯარიმო ოქმი დაწერა, – ვკითხულობთ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ანგარიშში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეებმა 3 161 საშვი შეიძინეს.

“2022 წლის მდგომარეობით სულ გადმოცემულია 148 პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილი. მოქალაქეების მიერ შეძენილია 3161 საშვი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიშში სააგენტოს გადახდილი და გადაუხდელი ჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ შეუტანია.