საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

349

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პროექტის მიხედვით, 2024 წლიდან ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. ამომრჩევლის 70%-ზე მეტი, როგორც რეგისტრაციის, ისე ხმის მიცემის პროცედურას ელექტრონულად გაივლის და ამავე ფორმით დაითვლება ხმებიც.

გეგმის მიხედვით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, წარსულს ჩაბარდება ხმების ხელით დათვლის ხანგრძლივი პროცედურა და არჩევნების შედეგების რამდენიმე დღის შემდეგ გამოცხადება. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ის ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. სწორედ დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება პროცესი მეორე მოსმენით.