სკეიტბორდის მოედანი, თანამედროვე კაფე “ოდესა” – რა კეთდება “ახალბაღში”

398

გორის კულტურისა და დასვენების პარკში “ახალბაღი” სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ივლისში დაიწყო. ამ დრომდე პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.  ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ, საკრებულოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციები დასრულებულია.

“ყველა კომუნიკაცია, წყლის სისტემა, მიწისქვეშა გაყვანილობები, კანალიზაციის სისტემა და ირიგაცია, ყველაფერი შეცვლილია. 80% უკვე დასრლებულია. ადგილზე დაგვხვდა კომპანიის წარმომადგენელი და დეტალურად მოგვაწოდა ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები შესახებ ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ “ახალბაღი” არის კულტურული მემკვიდრეობა, სამუშაოების პროცესში რაღაცები იცვლება და შესაბამისად იცვლება ხარჯთაღრიცხვაც და ამის გამო, გაიწელა სამუშაობი. ჯერჯერობით, დასრულების თარიღი ზუსტად არ იციან, თუმცა სურვილი აქვთ, რომ მომავალ გაზაფხულს მზად იყოს”, – განაცხადა რაზმაძემ.

დავით რაზმაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია სკეიტბორდის მოედანი.

“მაღალი სტანდარტებით გაკეთდა სკეიტბორდის მოედანი და შენდება კაფე “ოდესა”, რომელიც აქამდეც იყო და ახლა თანამედროვე სტანდარტებით კეთდება”, – ამბობს დავით რაზმძე.

ინფორმაციისთვის, “ახალბაღის” რეაბილიტაციას კომპანოა “ავარდი”, მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი “მოზაიკასთან” საუბარში ამბობდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუფერხებლად მიდის და ხელშეკრულების  მოქმედების ვადა არის 2023 წლის ზაფხულამდე აქვთ.