300 ათასი ევრო კულტურის განვითარების სტრატეგიისთვის – ზუგდიდი ევროკავშირის კონკურსის გამარჯვებულია 

518

ევროკავშირის პროექტის EU4Culture ფარგლებში, რომლის ეგიდით სამმა ქალაქმა კულტურის განვითარებია სტრატეგია შეიმუშავა, ზუგდიდმა გაიმარჯვა და ევროკავშირისგან 300 000 ევრომდე დაფინანსება სტრატეგიის განხორციელებისთვის მიიღო.

ორგანიზატორების თქმით, ეს  არის პრეცედენტული შემთხვევა, როდესაც საქართველოში რეგიონის ქალაქი ხდება სრულფასოვანი კულტურის სტრატეგიის აღმასრულებელი.

ადგილობრივი ხელისუფლებისგან ცნობილია, რომ დოკუმენტში სამი ძირითადი მიმართულებაა განსაზღვრული: ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციების ქალაქი, ზუგდიდი, როგორც ხელოვნებისა და რეწვის შემოქმედებითი ქალაქი და ზუგდიდი როგორც გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი.