რადიო მოზაიკა: გორის მერიაში გათავისუფლებულ თანამშრომლებს ა(ა)იპ-ებში დასაქმებას სთავაზობენ

376

გორის მერიიდან გათავისუფლებულ 13 თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ ბრძანებები უკვე ჩაბარდათ. “რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, 2 მათგანს ა(ა)იპ – ებში დაასაქმებენ. დანარჩენებს კი სამი დღის ვადაში შეუძლით მიმართონ მერიას, საჯარო მოხელთა რეზერვში ჩასმის თაობაზე.

მერიიდან თანამშრომლები გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლდნენ. მათ  მერია კომპენსაციას გადაუხდის 3 თვის ხელფასის ოდენობით.

ჯერჯერობით უწყებას ოფიციალური ინფორმაცია გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ არ გაუვრცელებია.

ადგილობრივ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს თანამშრომლების გათავისუფლება საკუთარი ახლობლების დასასაქმებლად სურს. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებენ თუ არა გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას.