ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატებს განაცხადების წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ

327

წინა სტატია

ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატებს განაცხადების წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ.

კონკურსი საქართველოს პრეზიდენტმა 13 ივლისს, 2022 წლის აგვისტოში ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გამოაცხადა. ერთ-ერთი კანდიდატი ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილია.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.