სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 22 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს

376

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის 10 მაისიდან ამოქმედდა, 188 000 ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა აგრობარათი უკვე გააქტიურა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 22 872 676 ლარი.

“სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.

აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე

პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა (1501) და ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით”, – განმარტავენ სამინისტროში.