ქუთაისში ოთხ ქუჩაზე ფანჩატურებს აწყობენ

231

ქუთაისის მერია ფანჩატურებს აწყობს. ქალაქის მასშტაბით ასეთი ოთხი ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ქალაქის სხვადასხვა უბანში ოთხი ფანჩატურის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 44 380 ლარი დაუჯდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დასასვენებელი ინფრასტრუქტურა გაკეთდება კოტე მესხის, სულხან-საბას, წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩებზე.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 45 დღეში უნდა დასრულდეს.