ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა – ღარიბაშვილი

357

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. პრემიერის თქმით, “ეს ყველაფერი მთავრობის და მმართველი პარტიის ძალიან დიდი მუშაობის შედეგია“.

„მაშინ, როცა ჩვენი “ასოცირებული ტრიოს” წევრები ახლა იწყებენ მუშაობას საჯარო ფინანსების რეფორმაზე და ა.შ. ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით. პირველ ადგილზე გავიდა საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. ეს არის შედეგი ჩვენი მთავრობის მუშაობის. ასევე მინდა გითხრათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარი წინასწარი შეფასება და პროგნოზები, აქაც, 190 ქვეყანას შორის, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 100 სულ მოსახლეზე აშშ დოლარში გამოხატული ზრდის ტემპის მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილზე დასახელდა, ხოლო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე არის დასახელებული საქართველოს პოზიცია. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და დაახლოებით, მათი შეფასებით, 9 000 დოლარს გადასცდება 2027 წლისთვის. აქვე მინდა ძალიან მოკლედ ვთქვათ, ეს ყველაფერი ჩვენი მთავრობის და ჩვენი გუნდის, მმართველი პარტიის ძალიან დიდი მუშაობის შედეგია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.