ქარელის მერიას ასწლოვანი ხეების მოჭრაში ადანაშაულებენ

263

ქარელში, კოშკების უბნის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას ასწლოვანი ხეების მოჭრაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ამ ხეების დაზიანება მოხდა შეგნებულად, რომ შემდეგ მისი მოჭრა შესძლებოდათ”, – ამბობს ირმა ხალუაშვილი.

მისი თქმით, ქარელის მერია მათ დაპირდა, რომ ამ ხეებს მოუფრთხილდებოდა, თუმცა, სკვერის მოწყობის დროს, მისი ფესვები შეგნებულად დააზიანეს.

“ხეებს ფესვები შეგნებულად დაუზიანეს, ვეღარ გაუძლო და და წაიქცა. არასოდეს, რაც აქ ვცხოვრიბ, აქ დავბერდი და ამ ხიდან ერთი ტოტი არ ჩამოვარდნილა. ზოგიერთ მეზობელს უნდოდა, რომ ეს ხეები მოჭრილიყო, მეზობლების გარკვეულმა ნაწილმა მერიაშიგანცხადებაც შეიტანა, მაგრამ საბოლოოდ, ზაზა გულიაშვილმა პირობა მოგვცა, ხეებს ხელი არ დაედებაო”.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ უბანში სკვერი ეწყობა და შესაბამისი ტექნიკა მუშაობს. როგორც ქარელი მერი ამბობს, სკვერი მოსახლეობის თხოვნით ეწყობა და ხეების დაზიანებაში დამნაშავეები არ არიან.

“მოსახლეობისგან შემოვიდა თხოვნა მერიაში, რომ ვარძელაშვილის ქუჩაზე სკვერი მოგვეწყო. ხელმოწერები მოიტანეს, სადაც მოსახლეობის უმეტესებო ხელს აწერდა იქ სკვერის მოწყობას. სამუშაოების როდესაც დავიწყეთ, ქარიანი ამინდები დაემთხვა, ხემ ვეღარ გაუძლო და წაიქცა”, – ამბობს ზაზა გულიაშვილი.