სენაკის საკრებულოს “ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე ჯონსონზე: ღარიბაშვილმა ჯონსონი მიაჩმორა და გადააყენა

477

სენაკის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ინგა ქარდავამ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის ფოტო გამოაქვეყნა და მას “ომის მეორე ფრონტის გახსნის შემოქმედი” უწოდა. ქარდავა ასევე წერს, რომ ჯონსონი ღარიბაშვილმა “მიაჩმორა”.

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გასული თვის ბოლოს შეხვდა.