ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო – “ნაცმოძრაობა” და “ოცნება” ერთმანეთს დაუპირისპირდა

369

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები სხდომაზე “დეოლიგარქიზაცია” წარწერიანი მაისურებით მივიდნენ. საპასუხოდ, მმართველი გუნდის წევრებმა მათი 9-წლიანი რეჟიმის დროინდელი ძალადობრივი ფაქტების ამსახველი ფოტოები გამოფინეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომის დასასრულს ოპოზიციური პარტიის წევრებს განცხადების გაკეთება სურდათ, თუმცა, ამის უფლება არ მიეცათ და საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი წარუმატებლობა წარმოგვიჩინა როგორც წარმატება, ანუ რასაც ელოდა ქართველი ერი ის ვერ მივიღეთ. ჩვეულებრივად გვაჩვენეს, თუმცა საზოგადოებამ ამას ძალიან ნათელი პასუხი გასცა, 160 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა და გააპროტესტა ეს ვითარება რაც სახელმწიფოში ხდება. ჩვენ რატომ ვამბობთ დეოლიგარქიზაციას და რატომ გვაწერია ეს მაისურზე? იმიტომ, რომ იმ 12 მოთხოვნაში ყველაზე უმნიშვნელოვანესი ჩვენი აზრით არის ეს. როცა ეს პრობლემა ქვეყანას მოეხსნება, დანარჩენი მოთხოვნა ავტომატურად გასწორდება“, – განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ლაბარტყავამ.

აღნიშნულს საკითხზე საკრებულოს თავმჯდომარემ კომენტრის გაკეთება არ ისურვა.