ვარდისუბანში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

312

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ორ მისამართზე შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები. ჯამში, მოასფალტდება 630 მეტრის სიგრძის საავტომობილო გზა”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 352 075 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გზამშენი 2005” ასრულებს.