ქუთაისის საკრებულომ ინფრასტრუქტურული პროგრამების ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

372
ქუთაისის  საკრებულოს რიგგარეშე მე-4 სხდომაზე, დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტში რამდენიმე ცვლილებას დაუჭირეს მხარი. პარასკევს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით, ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის შედეგადაც, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი  განხორციელდება:  გზების და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების ქვეპროგრამა გაიზარდა – 739,6 ათასი ლარით. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
 „ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა გაიზარდა – 4949,2 ათასი ლარით.  „მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა, გაიზარდა – 2152,5 ათასი ლარით.
„სხვადასხვა სახეობის სპორტულ – გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების მოწყობა – რეაბილიტაცია – ექსპლოატაციის“ ქვეპროგრამა გაიზარდა -1320,2 ათასი ლარით. სოციალური ღონისძიებების პროგრამას დაემატა შემდეგი ქვეპროგრამები:  „ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება“ – 70,0 ათასი ლარი.  „ბავშვის განვითარების ხელშეწყობა“ – 30,0 ათასი ლარი.  საკრებულოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმები.
ცვლილება შევიდა საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის № 347 განკარგულებაში. რომლის შედეგადაც, ქუთაისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტების ნუსხას კიდევ რამდენიმე ობიექტი დაემატა, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, იქნება დაფინანსებული.