ქობულეთის მერიამ ექვს ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

322

ქობულეთის მერიამ ექვს ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

“ვაკანტურია ზედამხედველობის, ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელების,  შიდა აუდიტის სამსახურის  განყოფილების უფროსისა და ამავე განყოფილებაში უფროსი სპეციალისტების  პოზიციები”, – განმარტავენ მერიაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, განაცხადები 28 მაისის ჩათვლით მიიღება.

კონკურსი სამ ეტაპიანი იქნება, გამარჯვებულს კი საკონკურსო კომისია შეარჩევს.