უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ

450

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ, საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა; მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, 53 ქულა.

გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.

2022 წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა.