როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში

664

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და 2024 წლის ივლისში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – ასურეთი – თებერვალი; ბორბალო – თებერვალი; ჯორჯიაშვილი – თებერვალი; გოლთეთი – თებერვალი; დურნუკი – მარტი; კოდა – მარტი; მარაბდა – მარტი; წინწყარო – მარტი; თეთრიწყარო – ოქტომბერი.

2023 წელი – შეხვეტილა – მაისი; თონეთი – მაისი; დაღეთი – დეკემბერი; ჭივჭავი – დეკემბერი; ირაგა – დეკემბერი; კლდეისი – დეკემბერი; ახალსოფელი – დეკემბერი.

2024 წელი – ორბეთი – აპრილი; ჩხიკვთა – აპრილი; ხაიში – ივლისი; მანგლისი – ივლისი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.