ოპოზიციის სრული შემადგენლობა კალაძეს საკრებულოში იბარებს წლიური ანგარიშის წარსადგენად

338

ოპოზიციის სრული შემადგენლობა საკრებულოში კახა კალაძის მისვლას და წლიური ანგარიშის წარდგენას მოითხოვს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

მათი თქმით, თბილისის მერი არღვევს რეგლამენტით გაწერილ კანონს და ამის ფონზე ის დედაქალაქში მნიშვნელოვან ცვლილებებს და თბილისის მოსახლეობისთვის ტარიფების გაძვირებას აანონსებს.

ოპოზიციის მოთხოვნაა რიგგარეშე ჩანიშნულ სხდომაზე  თბილისის მერმა წარადგინოს წლიური გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სასამართლოს მიმართავენ.