ახალციხის მერიასა და ა(ა)იპ–ებში 36 ვაკანტური ადგილია

410

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში 10 ვაკანტური ადგილია, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ–ებში კი 26.

მერია:

ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი – სარგო 1 500 ლარი;

ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი – სარგო 1 700 ლარი.

პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი – სარგო 1 400 ლარი;

სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილების ხელმძღვანელი – სარგო 1 000 ლარი;

გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი – სარგო 1 400 ლარი.

ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კოორდინატორი – სარგო 800 ლარი;

სპეციალისტი მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის საკითხებში – სარგო 700 ლარი;

სპეციალისტი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საკითხებში – სარგო 800 ლარი;

სპეციალისტი გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების საკითხებში – სარგო 800 ლარი;

სპეციალისტი წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში – სარგო 800 ლარი.

ა()იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას” ექვსი ვაკანტური ადგილი აქვს:

სოფელ აწყურის ბაგა-ბაღის მეორე ცვლის აღმზრდელი – სარგო 280 ლარი;

ვალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე ცვლის აღმზრდელი – სარგო 280 ლარი;

სოფელ სხვილისის საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის გამგე – სარგო 250 ლარი;

სოფელ წყრუთის საბავშვო ბაგა-ბაღის დამლაგებელი – სარგო 280 ლარი;

ვალის N1 ბაგა-ბაღის მეორე ცვლის აღმზრდელი – სარგო 280 ლარი;

ქ.ახალციხის N5 საბავშვო ბაგა-ბაღის მზარეული – სარგო 400 ლარი.

ა()იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანებას“ ხუთი თავისუფალი ადგილი აქვს:

რაბათის N 2 ბიბლიოთეკის დამლაგებელი – სარგო 100 ლარი;

სოფელ აწყურის ბიბლიოთეკის სპეციალისტი საბიბლ.მუშაობის დარგში – სარგო 350 ლარი;

სოფელ ივლიტის ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრის უფროსი სპეციალისტი – სარგო 250 ლარი;

სოფელ კლდის ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრის უფროსი სპეციალისტი – სარგო 250 ლარი;

სოფელი მუგარეთის ახალგაზრდული ცენტრის უფროსი სპეციალისტი – სარგო 200 ლარი.

ა()იპ „ახალციხის მძლეოსნობის სპორტულ კლუბს“ ორი ვაკანტური ადგილი აქვს:

მთავარი სპეციალისტი სპორტისა და საორგანიზაციო საკითხებში – სარგო 630 ლარი;

სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი – სარგო 500 ლარი.

ა()იპ “ახალციხის სერვის ჯგუფს” ხუთი ვაკანტური ადგილი აქვს:

სპეც. მანქანის მძღოლი – სარგო 650 ლარი;

მუშა (მობილური) – სარგო 725 ლარი;

მეეზოვე (სოფ.ღრელში) – სარგო 20 ლარი (დღეში);

მეეზოვე (მარდა) – სარგო 500 ლარი;

2022 ბიუჯეტის მიხედვით  ახალციხის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები 10–ით გაეზრდებათ.