გორში ფოიერვერკისთვის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ 3000 ლარი დახარჯა

584

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ საახალწლოდ პიროტექნიკა ინდ.მეწარმე ნიკლოზ აბრამიშვილისგან შეიძინა. აღნიშნული მომსახურება სააგენტომ გამარტივებული შესყდივის გზით მიიღო და მასში 3000 ლარი გადაიხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორში ახალი წლის ღამეს გალაკონცერტია დაგეგმილი, ზუსტად 12 საათზე კი ახალ წელს ფოიერვერკებით აღნიშნავენ.