დღეს თბილისის საკრებულო საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი საბარათე სისტემის დანერგვას განიხილავს და დაამტკიცებს

575

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალ სისტემას უყარეს კენჭი. საკითხს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად, დადებითი რეკომენდაცია მიეცა.

ოპოზიცია ამბობს, რომ მათ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მოახერხეს, რადგან დარბაზში შესვლამდე, საკითხი განხილული დახვდათ. კომისიის თავმჯდომარის, შალვა ოგბაიძის განმარტებით კი, მხოლოდ ტექნიკური საკითხები უნდა განეხილათ და სხდომის მოკლე დროში დასრულების მიზეზი ესაა.

საკრებულოს სხდომაზე 16:00 საათზე დაიწყება. გარდა საბარათე სისტემისა, 2022 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ, რომელიც 1 305 000 000 ლარს შეადგენს, რაც, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 250 მილიონით მეტია.

2022 წლის 1 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტების დანერგვა იგეგმება.