რა ღონისძიებები გაიმართება 30 დეკემბერს ქუთაისში (განრიგი)

473

30 დეკემბერს, ქუთაისში, პრემიერმინისტრის ინიციატივის ფარგლებში, მთელი დღის მანძილზე გაიმართება სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებები.ღონისძიებები ქუთაისში 14:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე ფეიერვერკით დასრულდება.

15:00-16:10 სთ. – ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები

14:00 – 19:30 სთ. – საახალწლო ბაზრობა (ადგილობრივი მეწარმეები, გლინტვეინი)

15:00- 18:00 სთ. – მოსიარულე ორკესტრი

15:00-18:00 სთ. – საბავშვო გასართობი სადგურები (სახეზე მოხატვა, ელფები, სახელოსნოები, მასკოტები)

15:00-18:00სთ. – სანტა კლაუსთან ფოტო

17:50 -18:30სთ. – ანსამბლი ,,შვიდკაცა”

18:45 -20:00სთ. – ნოდარიკო ხუციშვილის მუსიკალური ბენდი

ქუთაისში 31 დეკემბერს გალაკონცერტი ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქუთაისელი შემსრულებლები მიიღებენ. ესენია: ჩვენი კვარტეტი, დუეტი ლეონი, ოჩოს ქოხი, ფრანი. ასევე, მომღერლები მიმი ჯავახიშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, პაჯო, ინდირა ჯგერნაია, ქეთი თურქაძე. 31 დეკემბრის საღამოს დიჯეებიც შეუერთდებიან DJ KURA, DJ ZAPA და DJ SOMALI.