„ლელოს“ მონაწილეობით რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციები შეიქმნა

573

ამ დროისთვის “ლელოს” სიით გასული საკრებულოს წევრების მონაწილეობით 4 მუნიციპალიტეტში ფრაქციები შეიქმნა.

“ლელოს” ინფორმაციით, ონში, სადაც ადგილობრივ საკრებულოში ლელოს ორი წევრი ჰყავს, შეიქმნა ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“. ფრაქციას “ლელოს” ონის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ზურაბ ბენდიანიშვილი უხელმძღვანელებს.

ასევე “ლელოს” წევრი გოგიტა ახვლედიანი იქნება ფრაქციის თავმჯდომარე ცაგერში. ფრაქციის სახელწოდებაა „ლეჩხუმი მომავლისთვის“.

ახალქალაქში ფრაქციის „ევროპული საქართველო-ლელო“ თავმჯდომარის მოადგილე “ლელოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზახარ ზახარიანი აირჩიეს.

ასევე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნება “ლანჩხუთში” ლელოს წევრი გოჩა ჯანაშია.