საბავშვო ბაღებში არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება და 17 იანვრამდე გაგრძელდება

836

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღებში არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება და 17 იანვრამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება სკოლებს, როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება.

სკოლები მუშაობას, ბაღების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.