კალაძე სააკაშვილზე: განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი

646

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ დედაქალაქის საკრებულოში, სადაც კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი ზვიად კუპრავას შეკითხვას პასუხობდა. კალაძემ თქვა, რომ “განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი”.

პირდაპირ ვიტყვი, არავის არ სიამოვნებს ადამიანის დაჭერა, დაკავება და საპატიმროში ყოფნა. ვინც არ უნდა იყოს ის, არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანურად, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო. მაგრამ, როდესაც შენ გაქვს ჩადენილი დანაშაული, როდესაც შენ შექმენი ის მმართველობა, ის სისხლიანი, ის ბოროტება რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტულ საქმეებზე გასამართლებული და იხდის სასჯელს… შესაბამისად, სააკაშვილი არის დამნაშავე და ის იხდის სასჯელს. საკუთარი ექიმების მიერ დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, კითხეთ თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება და გოგა ონიანს ჰკითხეთ. კოლექტიური მეგის ქარდავები, აი ეს არის სამწუხარო რეალობა, – თქვა კალაძემ.