კახა კალაძე: პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი დარჩება, ვიდრე ახალი პროექტი განხორციელდება

282

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი ახალი პროექტით შეიცვლება, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განხორციელდება.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირს ბევრი მძიმე დღე ახსოვს და ახალი პროექტით აღნიშნული დღეები არავის დაავიწყდება.

„ველოდებით პროექტს, გვქონდა საუბარი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროექტი განვახორციელოთ. მათ შორის, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდასაყოფად. ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს ბევრი მძიმე დღე ახსოვს. შესაბამისად, გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.