თელავგაზი: კომისიამ დაადგინა ახალი ტარიფი, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევა

715

კომპანია ,,თელავგაზის” წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მარეგულირებელი აუდიტის შედეგად, კომისიამ დაადგინა ახალი ტარიფი, რომელიც 2022 წლის იანვრიდან შევა ძალაში.

,,აბონენტებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს რა გახდა ტარიფის ცვლილების საფუძველი, გვინდა მოგაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: ტარიფის გადახედვას საფუძვლად დაედო “ბუნებრივი გაზის ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიით” კომისიისთვის განსაზღვრული ვალდებულება განეხორციელებინა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და დაეკორექტირებინა ტარიფი. მარეგულირებელი აუდიტის შედეგად, კომისიამ დაადგინა ეს ტარიფი, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა.
რაც შეეხება კომერციულ ტარიფს, ის “თელავგაზის” აბონენტებისთვის იყო 1.09 ლარი და 1 დეკემბრიდან იქნება, 1.15 ლარი”-აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის გაზის ტარიფი, 1 დეკემბრიდან 6 თეთრით, ხოლო მოსახლეობისათვის, 1 იანვრიდან, 1 თეთრით გაიზრდება.