კელი დეგნანი ბათუმის საკრებულოს წევრის გარდაცვალებაზე: თუ არსებობს რაიმე საფუძველი, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება დროულად, იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს, რა მოხდა

391

რა თქმა უნდა, თუ არსებობს რაიმე საფუძველი, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება. ვფიქრობ, ადამიანები არიან შეშფოთებულები, არსებობს შეკითხვები, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება დროულად, იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს, რა მოხდა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა ჩატარდეს თუ არა გამჭირვალე და მიუკერძოებელი გამოძიება ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.

„გამოვხატავ მწუხარებას ამ ფაქტთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ის იყო საკრებულოს ახლად არჩეული წევრი და მისი გარდაცვალება ნამდვილად ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, თუ არსებობს რაიმე საფუძველი, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება. ვფიქრობ, ადამიანები არიან შეშფოთებულები, არსებობს შეკითხვები, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება დროულად, იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს, რა მოხდა”, – აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ, რომელიც თავად ნუგზარ ფუტკარაძემ გააკეთა და მას პირადად გადასცა.