ჩიქოვანი: ბიუჯეტის არდამტკიცება ბათუმელებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა

845

უმნიშვნელოვანესია, რომ დღეს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი, რომლის ხარჯვითი ნაწილიც 254 047 400 ლარს შეადგენს. ეს არის ისტორიული და უპრეცედენტო მაჩვენებელი, ვინაიდან ის გასული წლის სასტარტო ბიუჯეტს აღემატება 103 მილიონი ლარით, ხოლო კორექტირებულ ბიუჯეტს აღემატება 49 მილიონი ლარით, – ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, 2022 წლის ბიუჯეტში ასახულია ყველა პრიორიტეტი, რომელიც მოქალაქეებთან კომუნიკაციის და საჯარო განხილვების დროს დაფიქსირდა.

„უმნიშვნელოვანესია, რომ დღეს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი, რომლის ხარჯვითი ნაწილიც 254 047 400 ლარს შეადგენს. ეს არის ისტორიული და უპრეცედენტო მაჩვენებელი, ვინაიდან ის გასული წლის სასტარტო ბიუჯეტს აღემატება 103 მილიონი ლარით, ხოლო კორექტირებულ ბიუჯეტს აღემატება 49 მილიონი ლარით. ბუნებრივია, მასში ასახულია ყველა პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს და საჯარო განხილვების დროს დავაფიქსირეთ. პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ინფრასტრუქტურა, რომელიც 105 მილიონი ლარით არის წარმოდგენილი. ამავდროულად, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება 18 მილიონ ლარს აღემატება და გასულ წელთან შედარებით 1,7 მილიონი ლარით გაიზარდა. განათლების მიმართულებაც იზრდება 9,5 მილიონი ლარით. გვაქვს სიახლეები, მაგალითად ავარიული სახლების პროგრამა, საგზაო ინფრასტრუქტურა და ყველა გამოწვევა, რომელიც ბათუმს და ბათუმელებს აქვთ, ცალსახად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, რომ ბიუჯეტის არდამტკიცება იქნებოდა უკან გადადგმული ნაბიჯი ბათუმელებისათვის, ვინაიდან არ განხორციელდებოდა ის პრიორიტეტები, რისი მოლოდინიც ქალაქს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან აქვს“, – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.