წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ მანიფესტს – “წალენჯიხის თავისუფლების ქარტია” ხელი მოაწერა

309

წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაციას მართავს, მანიფესტს – “წალენჯიხის თავისუფლების ქარტია” მოაწერა ხელი.

მანიფესტი მოქალაქეთა თანამონაწილეობის საზოგადოებრივი მექანიზმს გულისხმობს. როგორც ხარჩილავამ პრეზენტაციაზე განაცხადა, ქარტიაში ასახულია ყველა ის მიდგომა, რაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით აქვთ.

“პრეზენტაციაში დეკლალირებული პრინციპები და მიდგომები ასახულია “წალენჯიხის თავისუფლების ქარტიაში”. ამ წუთიდან, წალენჯიხელი მოქალაქე იქნება თანამონაწილე რეალური თვითმმართველობის”,- განაცხადა ხარჩილავამ.

გარდა ამისა, ხარჩილავას თქმით, მან მილოცვის წერილი მიიღო საქართველოს პრეზიდენტისგან, რისთვისაც მას მადლობას უხდის.

„წერილში წარმოდგენილია ხედვა ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანზე მორგების შესაშურ ხარისხში აყვანასთან დაკავშირებით. ვრცელი წერილია. მადლობას მოვახსენებ მოლოცვისთვის. ამ წერილში ასახული გზები და მიდგომები, რომელიც თვითმმართველობის ყველაზე სწორი განსაზღვრებებია, უკვე დაწყებულია დღევანდელი ღონისძიებით”,- განაცხადა გია ხარჩილავამ.