„უონჯღოროეფ“ – სამოქალაქო აქტივისტმა ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტა

314

სამოქალქო აქტივისტი როსტომ ზარანდია გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას. მან საკრებულოს შენობის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობის კედელს მეგრულად წააწერა – უონჯღოროეფ (უსირცხვილოები). ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მისი თქმით წერის პროცესში პოლიციამ წაართვა საღებავის ქილა, თუმცა საბოლოოდ ჩანაფიქრის დასრულება მაინც მოახერხა.

ზუგდიდის 2017 წლის საკრებულომ ოპოზიციის გარეშე, საპროტეტსო აქციის ფონზე დაამტკიცა 2022 წლის ბიუჯეტი.

საკრებულოს სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მანამდე ოპოზიცია პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა დარბაზიდან.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფინანსური დოკუმენტი ნოემბერში მიიღეს. როგორც წესი, ბიუჯეტს წარმომადგენლობითი ორგანო დეკემბრის ბოლოს ამტკიცებდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ უკანონოდ მიიღო “ვადაგასულმა” საკრებულომ ფინანსური დოკუმენტი, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალმა საკრებულომ უნდა აიღოს.

ზუგდიდის მერმა მოსახლეობას ბიუჯეტის მიღება მიულოცა და თქვა, რომ ეს ყველაფერი სამართლიანად, ყველა პროცედურის დაცვით მოხდა. ოპოზიციის მიზანი კი მხოლოდ მუნიციპალიტეტის ჩიხში შეყვანა იყო, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს.

ზუგდიდის ბიუჯეტი 47 200 ლარით განისაზღვრა.