გონიო-კვარიათში ზღვის პირას სარეკრეაციო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

346

გონიო-კვარიათში, ზღვის პირას სარეკრეაციო სივრცე ეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა ქვაფენილისა და ბორდიურების მონტაჟი. მიმდინარეობს საბაღე სკამების განთავსება და საპარკინგე სივრცის მოსამზადებელი სამუშაოები. დაგეგმილია გარეგანათების მოწყობა.

სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაცია წელსვე დასრულდება. პროექტის ღირებულება 300 ათას ლარს აღემატება.

პარალელურად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს აფსაროსის მე-3 შესახვევში. პროექტის ფარგლებში, ასევე ხორციელდება ანდრია პირველწოდებულის მე-2 შესახვევის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 457 ათას ლარს შეადგენს.