ახმეტის სოფელ აწყურში საბავშვო ბაღი აშენდება

328

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში საბავშვო ბაღი აშენდება. როგორც ახმეტის მერმა, ალექსანდრე ფიცხელაურმა განაცხადა, პროექტის მომზადება უკვე დაწყებულია. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

“სოფელ აწყურში ბაღის მშენებლობისთვის 700 000 ლარია გათვალისწინებული, ბაღში ორი ჯგუფი განთავსდება. აგრეთვე, აწყურის მსგავსად, ნაქირავებ ფართში გვყავს ბავშვები სოფელ ხორხელშიც. ვითანამშრომლეთ განათლების სამინისტროსთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რადგან სკოლის ფართი დიდია, ბაღიც იქ განვათავსოთ. ამისათვის, ჩატარდება რეაბილიტაცია, მოეწყობა ცენტრალური გათბობაც და აღსანიშნავია ისიც, რომ ბაღს ექნება ინდივიდუალური შესასვლელი,”- განაცხადა ფიცხელაურმა.

ცნობისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტში სულ 35 საბავშვო ბაღია და ყველა მათგანი კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო დაკეტილია.