ანზორ მელია: ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. კანდიდატსაც მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები

266

ენმ-ის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ის მადლობას უხდის გუნდს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც და ამბობს, რომ ამომრჩევლის იმედებს გაამართლებს – იქნება ყველას მერი, მათ შორის ოპონენტის – მამუკა წოწერიასი.

“დიდი მადლობა ჩემო ზუგდიდელებო იმ მხარდაჭერისთვის, იმ სიმამაცისთვის, რაც ამ ომში თქვენ გამოიჩინეთ. მერწმუნეთ, რომ მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. კანდიდატსაც მივმართავ, რომ მაგის მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო.

მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც ორი თვის განმავლობაში არ მომშორებია გვერდიდან და იბრძოდნენ ვაჟკაცურად.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილსიმ თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც მე ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში.

მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენს ნდობას”, – აცხადებს ანზორ მელია.

ჯერჯერობით, ზუგდიდთან დაკავშირებით ცნობილია მხოლოდ “მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები. ამ შედეგებით, ენმ-ის კანდიდატ ანზორ მელიას 53% აქვს, მმართველი პარტიის კანდიდატ მამუკა წოწერიას – 47%.