რიჟვაძე: ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ყველა აუცილებელი ღონისძიებაა გატარებული

350

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმში 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ყველა აუცილებელი ღონისძიებაა გატარებული, რაც მათ უსაფრთხოებას ემსახურება.

თორნიკე რიჟვაძემ კახა კალაძეს ბათუმის ტრაგედიის დროს გაწეული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,დღეს გამართულ თათბირზე, 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახების საკითხი განვიხილეთ. გატარებულია ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რაც მათ უსაფრთხოებას ემსახურება. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, კახი კალაძეს, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია დაზარალებულთა ფონდს თბილისის მერიის მხრიდან “, – განცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის სპეციალურ ანგარიშზე დღეს გადაირიცხება.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.