სოფო ჯაფარიძე, ნიკა ვაჩეიშვილი, ანა ბიბილაშვილი… – ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა

625

წინა სტატია

ერთიანი ნაცინალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ წარდგენილი ჩრდილოვანი კაბინეტი ექვსპარტიულია. მან ენმ-ს, ევროპული საქართველოს, გირჩი – მეტი თავისუფლების, დროას, ლელოსა და ერთიანი საქართველოს წევრები წარადგინა.

კანდიდატების კოალიციური შემადგენლობა ასეთია:

  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის – სოფო ჯაფარიძე;
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური – მედეა მეტრეველი;
  • შიდა აუდიტის სამსახური – გიორგი ნონიაშვილი;
  • შესყიდვების სამსახური – მამუკა აჩბა;
  • მუნიციპალური ინსპექცია – დიმიტრი ბიძინაშვილი;
  • იურიდიული სამსახური – გიგა ლემონჯავა;
  • მერიის ადმინისტრაციის ხელმძრავნელი – დავით ლაგვილავა;
  • ტრანსპორრტის სააგენტო – ვასო ურუშაძე;
  • თბილისის განვითარების ფონდი – ნიკა ვაჩეიშვილი;
  • თბილსერვის ჯგუფი – ბესო გაზდელიანი;
  • არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი – ანა ბიბილაშვილი.
  • გლდანის გამგებელი – თენგიზ გიოგაძე;
  • ნაძალადევის გამგებელი – ლერი დემეტრაშვილი;
  • დიდუბის გამგებელი – დავით ნაფეტვარიძე,
  • ჩუღურეთის გამგეობა – კახა ჟღენტი;
  • ვაკის გამგეობა – საბა ბუაძე;
  • საბურთალოს გამგეობა – ოთარ თავართქილაძე;
  • ისნის გამგეობა – ლანა გალდავა;
  • სამგორის გამგეობა – გულიკო ზუმბაძე;
  • კრწანისის გამგებელი – რომეო ფარულავა;
  • მთაწმინდის გამგეობა – თაზო დათუნაშვილი;

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ​მოადგილეობის ოთხი კანდიდატი – მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე წარადგინა.

ამ დრომდე თბილისის ვიცემერის პოსტზე ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატად ცოტნე კობერიძე იყო წარდგენილი. როგორც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ოპოზიციური პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნების მეორე ტურში თავადაც აქტიურად ჩაერთონ.