მიეცი ხმა artball.ge-ზე და მოხატე სტადიონი შენს უბანში

989

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ნიკო კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს. მეხუთე სტადიონი, რომელიც პროექტის ფარგლებში მოიხატება, გამოკითხვით შეირჩევა. ორგანიზატორების ცნობით, ხმის მიცემა artball.ge-ზე მიმდინარეობს და 22 ოქტომბერს დასრულდება

“ოთხი მოხატული სტადიონი ‘ნიკოსგან‘ – RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება. გამოკითხვაში, რომელიც artball.ge-ზე ტარდება და 22 ოქტომბერს დასრულდება, თბილისის ოთხი უბნის სტადიონი მონაწილეობს – დიდუბის (აგლაძის ქუჩა), გლდანის (V მიკრო), ისნის (ნაკადულის IV გასასვლელი) და ზღვის უბნის (X კვარტალი). ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“, რომელიც „ევროპაბეთის” პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge-ს პარტნიორია, კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს. პროექტის მიზანი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა, უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა.

თანამშრომლობის ფარგლებში, რომელშიც ცნობილი არტისტები მონაწილეობენ, ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5 მოედანი უნდა გახდეს. გიგანტური ნახატებით საქართველოს 3 ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში უკვე დაიფარა 4 მოედანი. მეხუთე მოედნის ლოკაცია ხალხის აქტიურობაზეა დამოკიდებული.