წოწერია: ზუგდიდის საოლქო კომისიაზე, მის თავმჯდომარეზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე ფიზიკური შეტევის მცდელობა

301

ზუგდიდის საოლქო კომისიაზე, მის თავმჯდომარეზე იყო ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური შეტევის მცდელობა, – ამ ს შესახებ მამუკა წოწერიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს იმედი აქვს, რომ სახალხო დამცველის მხრიდან მომხდარზე რეაგირება იქნება.

„ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი სახე, რომელსაც არ აინტერესებს არჩევნების შედეგი, ამომრჩევლის ნება. მათთვის მთავარია მათი წარმოსახვითი, ყალბი რეალობა გააფორმონ და გაასაღონ. ეს მოულოდნელი ნამდვილად არ იყო და იმედი გვაქვს, სახალხო დამცველი ამაზე რეაგირებას გააკეთებს და მისცემს შეფასებას ამ მართლაც აგრესიულ კამპანიას საარჩევნო კომისიისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ“, – განაცხადა წოწერიამ.

ცესკო ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის და კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მიმართ ზეწოლის განხორციელების საკითხს გამოეხმაურა და სახალხო დამცველს, ადგილობრივი, საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა.