ქედაში ხმებს ხელახლა არ გადაითვლიან

238

ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა ქედაში, იმ უბნების თავიდან გადათვლაზე, სადაც ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, არჩევნები კანონდარღვევით ჩატარდა, ცესკომ არ დააკმაყოფილა.

პარტია „საქართველოსთვის“ ქედის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პარტია სოფელ უჩიხთში არსებულ საარჩევნო უბნის გაბათილებას ითხოვდა. ოლქმა ეს მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

რამაზ გოლომანიძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით შერჩეულ ოთხ უბანზე განმეორებით მხოლოდ ბათილი ბიულეტენები გადაამოწმეს.

ამ ორ უბანზე განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა „ნაციონალური მოძრაობა“. დათო კონცელიძე  აცხადებს, რომ საარჩევნო დღეს, აქ, მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა, თუმცა, ამ ყველაფერს, ოლქისგან შესაბამისი რეაგირება  არ მოჰყოლია.

წელს პირველად, ქვეყნის მასშტაბით, თითოეულმა ოლქმა ლოტოტრონის პრინციპით, განმეორებით, ხუთი საარჩევნო უბანი გადათვალა. ქედის ოლქმა ამ პრინციპით მე-4, მე – 19, მე-20,  27-ე და 31-ე უბნების მონაცემები გადაითვალა განმეორებით, ცესკოს ინიციატივით კი, ოთხი უბნის; 1-ლი, მე -2, 14 -ე და მე18 უბნების შედეგები გადამოწმდა.

ქედის ოლქის თავმჯდომრის მოადგილე პარტიების ბრალდებას უსაფუძვლოს უწდებს.

თემურ ბერიძე აცხადებს, რომ ოლქს პარტიების მიერ დასახელებული მე-5 და 15-ე უბნების განმეორებით გადათვლის საფუძველი არ ჰქონდა.

სოფელ აქუცასა და უჩხითში საარჩევნო უბნებზე, პოლიტიკური პარტიბის გარდა საჩივარი „სამართლიანმა არჩევნებმაც“ დაწერა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ 9 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა და საოლქო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით მიმართა, რომ გადაეთვალათ ის უბნებიც, სადაც სადამკვირებლო ორგანიზაციების მიერ სჩივარია წარდგენლი, ან ოქმებში დისბალანსი მეტობით გამოვლინდა. ქედის ოლქმა არც ეს რეკომენდაცია გაითვალისწინა.

ქედაში 31 საარჩევნო უბნაზე, 15 ათას 643 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 2021 წლის თვითმართველობის არჩევნები განმეორებით მუნიციპალიტეტში მხოლოდ დანდალოს მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.