ლაგოდეხში “ოცნების” კანდიდატი, ჯონდო მდივნიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს (განახლებადი ინფორმაცია)

667

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ლაგოდეხში “ქართული ოცნების” კანდიდატი, ჯონდო მდივნიშვილი ლიდერობს.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 86.84%:

  • ჯონდო მდივნიშვილი (ქართული ოცნება – N41) – 70.22%
  • მალხაზ ნოზაძე (მესამე ძალა – N1) – 29.78%

ცესკო-ს ინფორმაციით, სულ 38 უბნიდან მონაცემები დათვლილია 33 უბნის მიხედვით.

განახლება

ლაგოდეხის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი, ჯონდო მდივნიშვილი იქნება. 38 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • ჯონდო მდივნიშვილი (ქართული ოცნება – N41) – 70.12%
  • მალხაზ ნოზაძე (მესამე ძალა – N1) – 29.88%