კალაძე – 44%, მელია – 40%, გახარია – 7% – ფორმულას ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი

330

ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის არჩევნებზე კახა კალაძე 44%-ით ლიდერობს.

20:00 საათის მონაცემების მიხედვით, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 – 44%

ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 – 40%

გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 – 7%

აღსანიშნავია, რომ თუ ეს შედეგები დადასტურდება, თბილისში მეორე ტური კახა კალაძეს და ნიკა მელიას შორის. შედგება

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ედისონ რისერჩის ეგზითპოლის მიხედვით:

ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 – 5%; 

თამარ კეკენაძე – მესამე ძალა – 1%

გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 – 1%; 

ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 – 1%; 

რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ ​N23 – 1%

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%-ია.