ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტილია

415

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტილია. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ადგილობრივებმა განუცხადეს. ხიდი ცალმხრივად დღეს ჩაიკეტა და მოქალაქეებს დღეს დილიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვა არ შეუძლიათ.

„ახლა მოვიყვანე 6 კაცი, ჰესის თანამშრომლები იყვნენ. მხოლოდ მათ შეუძლიათ როგორც გადასვლა, ასევე გადმოსვლა. დღეს ჩაკეტეს. როდის აღდგება არ ვიცი“, – განაცხადა ადგილობრივმა.