PMMG: 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შუალედური ანგარიში

371

საერთო – სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2021 წლის 2 ოქტომბერს გასამართ მუნიციპალური ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

წინამდებარე შუალედური ანგარიში ფარავს 2021 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს.

საარჩევნო დაკვირვების მიზანია, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანობას და გამჭვირვალობას, ასევე გააძლიეროს ეთნიკურ უმცირესობათა ნდობა პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მიმართ.

წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

მრავალეროვანი საქართველო 2021 წლის 2 ოქტომბერს გასამართ მუნიციპალური ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს 21 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს თბილისსა და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის:

  •  ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი – სამცხე-ჯავახეთი;
  • მარნეული, დმანისი, ბოლნისი, გარდაბანი, წალკა, თეთრიწყარო – ქვემო ქართლი;
  • მცხეთა – მცხეთა – მთიანეთი;
  • ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი, ახმეტა -კახეთი;
  • კასპი  – შიდა ქართლი;
  • ისანი, კრწანისი და სამგორი – თბილისი;

კვლევის სრულად სანახავად იხილეთ ბმული.