TI: ირაკლი ბერაიას დედამ, რომელიც ხობის საკრებულოს წევრია, 82 გამარტივებული შესყიდვა მიიღო

282

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედის, დოდო გაბუნიას, კომპანიამ 2012 წლიდან დღემდე  82 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 54 266 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ავრცელებს.

დოდო გაბუნია ხობის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. იგი ამ პოზიციას 2014 წლიდან იკავებს. ის შპს “ფარმაციას” წილს ფლობს.

“კომპანიამ 2012 წლიდან დღემდე 82 გამარტივებული შესყიდვა მიიღო ფარმაცევტულ პროდუქტებზე, სამედიცინო მოწყობილობებსა და ჯანდაცვის სფეროს მომსახურებაზე, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 54 266 ლარი შეადგინა.

82 გამარტივებული შესყიდვიდან 38 ხობის იურიდიულ პირებზე მოდის და მათი ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 43 017 ლარი შეადგენს”,- ნათქვამია განცხადებაში.