ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა “ჭკვიანი სოფლების”კონცეფციის განვითარებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებენ

719

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) „ჭკვიანი სოფლების“ კონცეფციის განვითარებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებენ. განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 10 ივლისი, 18 საათი.

კონკურსის მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხო ღონისძიებების მხარდაჭერა საქართველოს სასოფლო დასახლებებში, რომლებიც პრაქტიკულ ზომებსა და ინოვაციებზე იქნება ორიენტირებული და ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გამოყენებას სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლების ზრდის მიმართულებით მოწყვლადი ჯგუფების არსებითი ჩართვის გზით.

„ჭკვიანი სოფლების“ საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს არანაკლებ ერთი სოფლის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

UNDP-ის ინფორმაციით, ორგანიზაციებს, რომლებიც იყენებენ „ლიდერ“ მიდგომას, უპირატესობა ენიჭებათ.

“საგრანტო კონკურსი ტარდება ევროკავშირის (EU) უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის, ENPARD საქართველოს ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.

პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონტაქტო პირი ლილიანა გურეშიძე, liliana.gureshidze@undp.org

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.