საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იმ საარჩევნო უბნების წარმომადგენლების მოსმენას გეგმავს, სადაც გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა

617

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ვაკის N2 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და N02.02.41 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს ისმენს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იმ საარჩევნო უბნების წარმომადგენლების მოსმენას გეგმავს, სადაც გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბანი უკვე გადათვალა. კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე კვლავ აცხადებს, რომ გადათვლის შედეგად რაიმე ისეთი არსებითი დარღვევები, რასაც შეეძლო არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა მოეხდინა, არ გამოვლენილა, თუმცა ტექნიკური ხასითიას ხარვეზები დაფიქსირდა. საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე ასევე პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციას გაანალიზებს. მიქანაძის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას პროკურატურის წარმომადგენელსაც მოუსმენენ.