გამყრელიძე: სხვადასხვა ინსტიტუტის მონაცემებით და პროგნოზით, აგვისტოდან კოვიდინფიცირების შემთხვევები გაიზრდება

610

სხვადასხვა ინსტიტუტის მონაცემებით და პროგნოზით, აგვისტოდან კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ ჩვენ დავიცავთ ყველა იმ რეკომენდაციასა და რეგულაციას, რაც გაჟღერებულია, ნაკლები იქნება ინფიცირების შემთხვევები. ამასთან, ​ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში დამშვიდებისკენ მიდის. დღეს დილისთვის არის 359 ათასი ახალი შემთხვევა. დღიური შემთხვევების ეს რაოდენობა ფიქსირდებოდა მხოლოდ ინდოეთში ეპიდემიის პიკის დროს. ახლა COVID19-ით ინფიცირების შემთხვევები ჩვენთანაც და ევროპაში მოდის ქვემოთ. ეს დაღმასვლა კიდევ გარკვეული პერიოდი გაგრძელდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.